ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე იმყოფება მამაკაცი, რომელიც დახმარებას საჭიროებს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. დახმარება ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შეტყობინების სახით შევიდა.
მამაკაცი კლდოვან მწვრევლაზე ორი დღის განმავლობაში იმყოფება და მოყინული კიდურების გამო ვერ ახრხებს გადაადგილებას. მასთან ერთად მყოფმა პირმა მოახრხა უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოსვლა და სამაშველო სამსახურის გამოძახება.
დილიდან სამაშველო ოპერაციებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.