გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ, რა დროსაც საგარეჯოში ავარიაში მოხვდნენ.
ავარიის დროს გურჯაანის მერიის პრესსამსახურის სპეციალისტმა დაზიანება თვალის არეში მიიღო.ექიმის განცხადებით, ჭრილობის დამუშავების შემდეგ, ის სხვებთან ერთად ბინაზე გაწერეს.
ასევე, დაშავებულია გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი და მერიის სამი თანამშრომელი. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, საავადმყოფოდან გაწერეს.