“ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა რონალდინიომ ლიონელ მესის მექვსე „ოქროს ბურთზე“ საკუთარი აზრი გამოთქვა.
„მიხარია მესის გამო, ის ხომ ჩემი მეგობარია, თან „ბარსელონას“ წარმოადგენს. მე არ მომწონს შედარებები, რადგან რთულია იმის განსაზღვრა – ვინ არის საუკეთესო ისტორიაში. არსებობენ დიეგო მარადონა, პელე, რონალდო… არ შემიძლია იმის თქმა, რომ მესი საუკეთესოა ისტორიაში, მაგრამ ის თავისი დროის საუკეთესო მოთამაშეა“, – თქვა „მარკასთან“ კომენტარში ბრაზილიელმა.