ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) “ხელით ვერ მივწვდი, წიხლი დავარტყი” – ბერაია გოცირიძესთან ფიზიკურ დაპირისპირებაზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი დაჩი ბერაია და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე, პარლამენტში ერთმანეტს ფიზიკურად დაუპირსპირდნენ.

როგორც გაირკვა ინციდენტი რომან გოცირიძის მიერ რამდენიმე დღის წინ დაწერილ ფეისბუქ პოსტს მოჰყვა.

“ხელით ვერ მივწვდი” და “წიხლი დავარტყი”, რისთვისაც საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი – განაცხადა ჟურნალისტებთან დაჩი ბერაიამ.

“პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას იმისთვის, რაც მოხდა. რაც შეეხება ინციდენტს, რომან გოცირიძე არის მატყუარა და უზრდელი ადამიანი. მე მივუთითე, რომ სირცხვილია რასაც ის აკეთებს ამის შემდეგ მე მივიღე მისგან შეურაცხყოფა, მივუთითე ასაკის შესახებ, წესიერად მოიქეცი-მექთი. მომაყენა შეურაცხყოფა ამის შემდეგ ჩემი რეაქცია იყო, ჩემი აზრით, ბუნებრივი და ადეკვატური, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხარო. ხელით ვერ მივწვდი წიხლი დავარტყი” – ამბობს ბერაია.

ინციდენტზე ისაუბრა რომან გოცირიძემაც, მისი თქმით, ფეისბუკ სტატუსი, რომელსაც დაპირისპირება მოჰყვა, “ქართული ოცების” იმ მაჟორიტარებს ეხებოდა, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ჩააგდეს სანაცვლოდ კი თანამდებობრივად დაწინაურდნენ:

“მოვიდა რაღც პრეტენზიები გამოთქვა ორიოდე დღის წინ დავწერე ნაცვლად იმისა ივაიშვილს ეს ურჩი ადამიანები დაესაჯა, ყველა დააწინაურა. დასასჯელი ადამიანები დააწინაურა და ეს იყო ძლაიან ცინიკური გადაწყვეტილება “ქართული ოცნებისა”. ამ უსახური ლაქიების მეშვეობით დგამდა აქ ინტრიგებს.

ეს დავწერე ფეისბუკზე. როგორც ჩანს ეწყინა, მოვიდა და დამიწყო საქმის გარჩევა, იყო უსიამოვნო საუბრები. ბუნებრივია, ვუთხარი ვინ იყო და რას წარმოადგენდა და ალბათ მოხვდა გულზე” – ამბობს გოცირიძე ტელეკომპანია “პიერველთან”.

იტვირთბა....