ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„გაბედეს“ წევრებმა პარლამენტთან მიტანილ ნაძვის ხეზე, სათამაშოების ნაცვლად, მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოები დაკიდეს

აქცია პერფორმანსი გაიმართა პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც სამოქალაქო მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებმა ნაძვის ხე დადგეს.

მოძრაობის წევრებმა ნაძვის ხეზე სათამაშოების ნაცვლად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოები დაკიდეს.

„ჩვენ მოვიტანეთ აქ ბიძინა ივანიშვილის პირადი სათამაშოები. ბიძინა ივანიშვილის პირად სათამაშოებს წარმოადგენენ ის მოსამართლეები, რომელთა კენჭისყრა დღეს პარლამენტის სხდომაზე მოხდება. სიმბოლურად მათი ფოტოები ნაძვის ხეზე ეკიდოს, ვიდრე ისხდნენ უზენაეს სასამართლოში და მიიღონ გადაწყვეტილებები, რადგან ისინი არიან კორუმპირებულები“, – განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ ერთ-ერთმა წევრმა მამუკა ჯუღელმა.

იტვირთბა....