ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება” – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის, იურიდიული განათლების დიპლომი არ უთანაბრდება მაგისტრის ხარისხს, რომელიც აუცილებელი მოთხოვნაა მოსამართლეობის კანდიდატისთვის – ამის შესახებ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“შალვა თადუმაძის მიერ გაკეთებული განმარტებისა და პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის საფუძველზე:

არ დასტურდება შალვა თადუმაძის დიპლომის, როგორც ნამდვილობა, ასევე მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება, ვინაიდან გენერალურ პროკურორს არ მიუმართავს აღნიშნული თხოვნით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის;

არ დასტურდება, რომ შალვა თადუმაძემ 5-წლიანი სასწავლო კურსი გაიარა, ვინაიდან არქივში ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ ინახება;

არ დასტურდება შალვა თადუმაძის მიერ სასწავლებლის ექსტერნატის წესით დამთავრება, ვინაიდან არც განათლების სამინისტროს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს არა აქვს ინფორმაცია 1997-1998 წლებში ექსტერნატის ფორმით სწავლების მარეგულირებელი დებულების არსებობის შესახებ, რომლის საფუძველზე თადუმაძეს უფლება ექნებოდა, სასწავლებელი ექსტერნატის ფორმით დაემთავრებინა.” – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....