“ქართული ოცნება” თვითონ იქცა რეჟიმად”, – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჩატარებულ კენჭისყრას, რომლის შედეგების მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან მხარი 14 მათგანს დაეჭირა.
ხუხაშვილის აზრით, თუ აღნიშნული მოსამართლეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გახდებიან, მმართველი პოლიტიკური პარტია ამით “ნაციონალური მოძრაობის” სამართალმემკვიდრედ გამოაცხადებს თავს.
“დაველოდოთ კენჭისყრას პლენარულ სხდომაზე. თუ ეს მოსამართლეები – თადუმაძეზე ნაკლებად ვსაუბრობ, უფრო მიქაუტაძე იქცა სომბოლოდ, გავიდნენ, თუ მათ კენჭი უყარეს, “ქართული ოცნება” საბოლოოდ აცხადებს თავის თავს “ნაციონალური მოძრაობის” სამართალმემკვიდრედ. თუ ჩვენ “ნაციონალურ მოძრაობაზე” ვსაუბრობთ როგორც რეჟიმზე, ფაქტობრივად, მანკიერი მართლმსაჯულების შემობრუნებით, “ქართული ოცნება” იბარებს მთლიანად იმ მანკიერ მემკვიდრეობას, რომელიც იმ რეჟიმის დროს იყო, ანუ თვითონ ყალიბდება რეჟიმად. მართლმსაჯულება ამის ბოლო კომპონენტი იყო და ამის შემდეგ “ქართული ოცნება” ხდება განახლებული “ნაციონალური მოძრაობა” და არა ის ადამიანები, რომლებიც დღეს ქუჩაში არიან. მიშა სააკაშვილი თვითონ კი არ დარბოდა ქუჩაში და ვიღაცებს თავებს კი არ აცლიდა, ამ ადამიანების მეშვეობით ოპერირებდა და თუ ეს ადამიანები მთლიანად გადმობარგდნენ მართლმსაჯულების სახით “ქართულ ოცნებაში”, მაშინ რაზე ვსაუბრობთ? ეს არის განახლებული “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც აწერია “ქართული ოცნება”, – უთხრა ხუხაშვილმა “მეტრონომს”.
შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭი უყარა. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14 მათგანს დაუჭირეს, მათ შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.
თამარ ალანია 1 ხმა 1 მოწინააღმდეგე – არ გაეწია რეკომენდაცია
მერაბ გაბინაშვილი 7 მომხრე 1 წინააღმდეგი – გაეწევა რეკომენდაცია
შოთა გეწაძე 1 მომხერე 1 წინააღმდეგი – არ გაეწია რეკომენდაცია
მირანდა ერევაძე 6 მომხრე 1 წინააღდეგი – გაეწევა რეკომენდაცია
მამუკა ვასაძე 7 მომხრე 1 წინააღდეგ – გაეწევა რეკომენდაცია
მაია ვაჩაძე 7 მომხრე 1 წინააღდეგ – გაეწევა რეკომენდაცია
თამარ ზამბახიძე 8 მომხრე 1 წინააღდეგი – გაეწევა რეკომენდაცია
შალვა თადუმაძე 8 მომხრე 1 წინააღდეგი – გაეწევა რეკომენდაცია
ზაზა თავაძე – მომხსნა კანდიდატურა
ვლადიმერ კაკაბაძე 6 მომხრე 1 წიააღმდეგ – გაეწევა რეკომენდაცია
ლევან მიქაბერიძე 6 მომხრე 1 წინააღმდეგ – გაეწევა რეკომენდაცია
გიორგი მიქაუტაძე 8 მომხრე 1 წინააღმდეგი – გაეწევა რეკომენდაცია
პაატა სილაგაძე 2 მომხრე 1 წინააღმდეგ – არ გაეწია რეკომენდაცია
ნუგზარ სხირტლაძე 6 მომხრე 1 წინააღმდეგი – გაეწევა რეკომენდაცია
ლალი ფაფიაშვილი 7 მომხრე 1 წინააღმდეგი – გაეწევა რეკომენდაცია
ნინო ქადაგიძე 7 მომხრე 1 წინააღმდგეი – გაეწევა რეკომენდაცია
ლაშა ქოჩიაშვილი 1 მომხრე 1 წინააღმდეგი – არ გაეწია რეკომენდაცია
ქეთევან ცინვაძე 6 მომხრე 1 წინააღმდეგი – გაეწევა რეკომენდაცია
ალექსნადრე წულაძე 6 მომხრე 1 წინააღმდე – გაეწევა რეკომენდაცია
გოჩა ჯეირანაშვილი 1 მომხრე 1 წინააღდეგი – არ გაეწია რეკომენდაცია
მარიამ იმერლიშვილი