პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე, სადაც იურიდიულმა კომიტეტმა 20 კაციანი სიიდან 14 კაცს რეკომენდაცია გაუწია განაცხადა, რომ “ოცნებამ” სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეები გადაიბარა
“დღეს ქართულმა ოცნებამ გადმოიფორმა სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეები, პირდაპირი მნიშვნელობით. დღეს ამ დარბაზში, იურიდიული კომიტეტის დარბაზში 1 ოქტომბერი დამთავრდა. ქართული ოცნება არის ჩვეულებრივი პარტია, რომელსაც ხელისუფლება უზურპირებული აქვს.. ბევრით არაფრით განსხვავდება მისი წინამორბედისგან. ეს ორპოლუსიანობა – “ნაცმოძრაობა” – “ქართული ოცნება” დასამთავრებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანები ჩვენს სახელმწიფოს პირდაპირი მნიშვნელობით გადაჩეხავენ. აღარაფერი წმინდა აღარ დარჩა “ოცნებაში” ეს პარტია არის ჩინჩალაძის და გაბინაშვილის, ადეიშვილის, ჩინჩალალაძის პარტია გახდა ქართული ოცნება. სამარცხვინოა, რაც იურიდიულ კომიტეტზე მოხდა. მაინც ვიტოვებ იმედს, მიამიტურად მაგრამ მაინც ვიტოვებ, რომ რაღაცა შეიძლება მოხდეს პლენარულზე. ვისაც სააკაშვილი აწამებდა, იმ ადამიანებს ქართულმა ოცნებამ სულში ჩააფურთა”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭი უყარა. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14 მათგანს დაუჭირეს, მათ შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.