ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ე.წ. ზნეობრივ კომისიაში მიბარებდა”, – იღუმენია თამარ გამყრელიძე

იღუმენია თამარ გამყრელიძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მას დაუკავშირდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, რომელიც მას საპატრიარქოს ე.წ. ზნეობრივ კომისიაში იბარებდა.

“ჩემი უარი საქართველოს საპატრიარქოში არსებულ ე.წ. ზნეობრივ კომისიას. დღეს დამიკავშირდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, რომელიც საპატრიარქოს ე.წ. ზნეობრივ კომისიაში მიბარებდა. რა თქმა უნდა თავი შევიკავე.

“1. იმიტომ რომ, როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი აღნიშნული დეკანოზი 80-იანი წლების ბოლოს წარმოადგენდა თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორის მდივანს, მაშინ როდესაც სემინარია-აკადემიაში ხდებოდა სტუდენტების გახრწნა, ადგილი ქონდა დიდ უზნეობასა და აღვირახსნილობას. დეკანოზი ბოტკოველი კი არ განიცდიდა დისკომფორტს (ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის არ არის ცნობილი).

2. იმიტომ რომ, პატრიარქის მდივანი ჩემთვის წარმოადგენს უპრინციპო სასულიერო პირს (ჩემთვის ცნობილია ფაქტი, როდესაც საპატრიარქოს პრობლემებით დაბრკოლებულმა მრევლმა მას მიმართა დახმარებისთის, მაგრამ მას არ ქონდა რეაგირება).

3. იმიტომ რომ, ტელევიზიით მისგან არაერთგზის მოგვისმენია ცრუ განცხადება ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავშირებით, მათ შორის მიტროპოლიტ პეტრესთან მიმართებაშიც…

4. იმიტომ რომ, ჩემი აზრით, სინამდვილეში ის უფრო წარმოადგენს შორენა თეთრუაშვილის მდივანს, ვიდრე პატრიარქისას.

5. იმიტომ რომ, როგორც ცნობილია ქალბატონი მდივან-რეფერენტი ხშირად მის მაგივრად აკეთებს მისი სახელით ხელმოწერას. (ამის დამადასტურებელი ფაქტი ციანიდის სასამართლოშიც გაჟღერდა).

6. იმიტომ რომ, ჩემი ინფორმაციით, ის წარმოადგენს კორუმპირებულ სასულიერო პირს (საუბარია ღვინის ქარხანასა და სხვა მაქინაციებზე).

7. იმიტომ რომ, ჩემთვის, როგორც მონაზონისთვის, ძალიან დამაბრკოლებელი იყო მისი მონაწილეობა საპატრიარქოს სპექტაკლში, როცა მან ციანიდის სკანდალის დასაწყისში, გააკეთა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და ბოლოს დაუბრუნდა თავის ამონთხეულს.

8. იმიტომ რომ, არსებული ზნეობრივი კომისია, ჩემი ღრმა რწმენით, ემსახურება უზნეობის გადაფარვას და უსამართლობის დაკანონებას, ვინაიდან დღემდე დუმს მთავარ პრობლემაზე, მთავარ ბრალდებაზე მთავარი ბრალდებულის მიმართ და სხვა… ” გვირჩევნია დავისაჯოთ სიმართლისათვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდეთ”. “დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი”. უფალმა გააჯანსაღოს, გაამთლიანოს, აღადგინოს და დაიფაროს სრულიად საქართველო ამინ! ჩემთვის ქრისტიანობა ეკლიანი გზა და გოლგოთაა მავანთაგან განსხვავებით”, – წერს იღუმენია თამარ გამყრელიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მარტვილის მონასტრიდან მეუფე პეტრეს წასვლის შემდეგ მონასტერი იღუმენია თამარ გამყრელიძემაც დატოვა.

იტვირთბა....