ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ერთი განცხადებიდან ნუ შევქმნით ქარიშხალს” – კობახიძე პრეზიდენტზე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტის განცხადებებზე ოპოზიციის კრიტიკას ეხმაურე და აცხადებს, რომ როცა საუბარია პოლიტიკურ ცოდვებზე, ყველამ თავისი პოლიტიკური ცოდვები უნდა გაიხსენოს.

როგორც ის აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილის განცხადება არც მას მოეწონა, რადგან ის ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

“სამწუხაროდ, ისეთი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა, რომელიც იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, რაც ძალიან ცუდია. თუმცა, რაც შეეხება გადადგომას, ეს ჩვენი რეკომენდაცია ვერ იქნება, არასწორია პრეზიდენტის მიმართ ასეთი რეკომენდაციით მიმართვა.

“ქართულ ოცნებაზე” აქ ვერ გვექნება საუბარი, საქართველოს პრეზიდენტი არ არის “ქართული ოცნების” შემადგენელი ნაწილი, მას აქვს თავისი დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა.

განცხადება არ მოგვეწონა და ამასთან დაკავშირებით ვაკეთებთ შეფასებას, თუმცა, როცა საუბარია პოლიტიკურ ცოდვებზე, ყველამ თავისი პოლიტიკური ცოდვები გაიხსენოს. ერთი განცხადებიდან ნუ შევქმნით ქარიშხალს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არც ჯარი ჰყავს და არც შეიარაღება.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯარზე მის მიერ გუშინ, 10 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

იტვირთბა....