aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2019-2020 სასწავლო წლის არდადეგების სრული გრაფიკი ცნობილია

aviabiletebi
ავიაბილეთები

2019 წლის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. საგაზაფხულო არდადეგები კი დაიწყება 8 მარტიდან და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

რაც შეეხება ზაფხულის არდადეგებს – პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი დასრულდება 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდეს 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.

რაც შეეხება 2-11 კლასების მოსწავლეებს, მათთვის სასწავლო წელი სრულდება 15 ივნისს.

იტვირთბა....