“ჩვენ გვყავს ჯარი, რომელიც იცავს ჩვენს სამშობლოს. მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი სხვა რაღაცას გულისხმობდა, ალბათ, იმის თქმა უნდოდა, რომ ჩვენი ხსნა და მთავარი მიმართულება არის განათლება, მეცნიერება. პრეზიდენტმა ვერ გამოხატა ის, თუ რისი თქმა უნდოდა. ალბათ, პრეზიდენტმა თავი სათქმელი ვერ გადმოსცა, რადგან საქართველოში არ არის გაზრდილი”
სოფო კილაძე – უმრავლესობის წევრი
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არც ჯარი ჰყავს და არც შეიარაღება.