ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ დაუჯეროთ ქართველებო ამ შემთხვევით ქალბატონს” – შემოქმედელი მიტროპოლიტი ზურაბიშვილზე

“ჩვენ არ გვაქვს, იარაღი, არც ჯარი და არც გევქნება…” – პრეზიდენტის ამ სიტყვებს შემოქმედის ეპარქია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ქვეყნის მთავარსარდალი ესეთ განცხადებას რომ გააკეთებს ამას ქვია, ქვეყნის,ერის,ჩაგდება სასოწარკვეთილებაში,ანუ უიმედობაში.

ესეთი განცხადება, დავით აღმაშენებელს,ერეკლე მეფეს ვახტანგ გორგასალს ან სხვა ჩვენ საამაყო მეფეებს ,რომ გაეკეთებიათ ჩვენ ყველა ომს წავაგებდით.

რა არი და რა ქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი.

არ დაუჯეროთ ქართველებო ამ შემთხვევით ქალბატონს,ჩვენ ღმერთი გვყავს და გვიფარავს,ჩვენ გადავრჩებით.“ – წერია შემოქმედი ეპარქიის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არც ჯარი ჰყავს და არც შეიარაღება.

იტვირთბა....