“პრეზიდენტის ამ სამარცხვინო განცხადების ანტისახელმწიფოებრივ და ამორალურ ასპექტებზე არაფერს ვიტყვი, ეს ისედაც ყველასთვის ცხადია. მხოლოდ ერთი რამ: ეს ადამიანი ჩვენ ავირჩიეთ! მე ის არ ამირჩევია, მაგრამ მას ჩემი პრეზიდენტიც დაარქვა უმრავლესობის არასწორმა არჩევანმა. ბიულეტენში იყო უსუფაშვილი, მაგრამ მაინც ზურაბიშვილი ავირჩიეთ… არჩევანში შეცდომა ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება… დემოკრატია მხოლოდ მაშინ იმუშავებს, როცა ადამიანების უმრავლესობა სწორ არჩევანს გავაკეთებთ”.
კახა კოჟორიძე, იურისტი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას – „ჩვენ არ გვაქვს, იარაღი, არც ჯარი და არც გვექნება…“, საზოგადოების კრიტიკული რეაქცია მოჰყვა. სამოქალაქო სექტორი მის რეზიდენციასთან საპროტესო აქციებს ატარებს.