ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ არ გვყავს ჯარი – ავღანეთგამოვლილმა 17 ათასამდე ჯარისკაცმა მოისმინა პრეზიდენტის ეს სიტყვები” – ტაბლიაშვილი

“ჩვენ არ გვაქვს, იარაღი, არც ჯარი და არც გევქნება…” – პრეზიდენტის ამ სიტყვებს ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი გამოეხმაურა.

ტაბლიაშვილის თქმით, პრეზიდენტის ეს განცხადება პრორუსული პოლიტიკის თვალსაჩინოება იყო.

„ჩვენ არ გვყავს ჯარი!.. და იმას, რაც არ უნდა ეთქვა შემდგომ წინადადებებში სალომე ზურაბიშვილს, მნიშვნელობა ზუსტად ისე არ აქვს, როგორც “გაპრავება”-გამართლების მცდელობას, რომ მან, Видите ли, ქართული კარგად არ იცის ან სხვა რამ იგულისხმა.

ჩვენ არ გვყავს ჯარი – ავღანეთგამოვლილმა 17 ათასამდე ჯარისკაცმა მოისმინა ეს წინადადება.

30 ათასამდე მოქმედმა და ათასობით მომავალმა ჯარისკაცმა.

ეს მოისმინეს ოფიცრებმა…

ვეტერანებმა… მეომრებმა. 1990-იანი წლებისა და 2008 წლის გმირებმა; დაღუპულთა ოჯახის წევრებმა.

მათ შორის, შვილებმა.

ამ სიტყვების ავტორია უმაღლესი მთავარსარდალი! და თუ გაინტერესებთ რა არის პრორუსული პოლიტიკის დასტური, ამაზე უკეთეს თვალსაჩინოებას ვერ ნახავთ.

ღამე მშვიდობისა!“ – წერს ირაკლი ტაბლიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არც ჯარი ჰყავს და არც შეიარაღება.

იტვირთბა....