ორგანიზაცია “შევინარჩუნოთ სიცოცხლემ” პარლამენტთან, მალხაზ მაჩალიკაშვილის და დეკანოზ მამალაძის ოჯახის მიერ გაშლილი კარვების გვერდით მესამე კარავი მიიტანა და დემონსტრაციულად გაშალა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ ისინი ემიჯნებიან კონსტიტუციის მიღმა ქმედებებს.
“ჩვენ დავინახეთ კასრები რუსთაველზე, დავინახეთ 90-იანების სტილში მოწყობილი ქვეყნის მთავრი გამზირი. ჩვენთვის ეს ძალიან რთულია და ამას გავუწევთ წინააღმდეგობას. ჩვენ არ მოგვწონს კონსტიტუციის მიღმა ქმედებები, რომელსაც ისინი ახორციელებენ და მივიჩნევთ, რომ მათ უნდა გავცეთ პასუხი”- აცხადებენ ორგანიზაციის წევრები.
ცნობილია, რომ ორგანიზაცია, გუშინ დაფუძნდა. ორგანიზაციის წევრები ოპოზიციის წინააღმდეგ კონტრაქციებს ღიად აანონსებენ.
ორგანიზაციის დამფუძნებლებს შორის პარლამენბტის ყოფილი წევრი დათო ლორთქიფანიძე და მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე არიან.