ფოთში “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ 14 დეკემბერს “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე პედაგოგებს წასვლას აიძულებენ.
“ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრის დარეჯან ცხვიტირიას განცხადებით მასწავლებლებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.
მოგვიანებით ცხვიტარია რესურსცენტრში მივიდა და უწყების ხელმძღვანელს, გოჩა ქორქიას სთხოვა, პროცესში არ ჩარეულიყო.
ქორქიამ ბრალდება უარყო და განაცხადა რომ მისთვის აქციაში მონაწილეობისთვის პედაგოგების მობილიზაცია არავის დაუვალებია. ის აღნიშნავს, რომ მასწავლებელი არჩევანში თავისუფალია, თავად კი ყოველგვარ ძალდატანებას ემიჯნება.