ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დატოვა

დღეს, საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა.

დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

“ხელისუფლების უმოქმედობამ  და ზოგიერთების მხრიდან ფარულმა მხარდაჭერამ, ხელი შეუწყო ეკლეიისკენ მიმართულ ბოროტ ძალებს. ამიტომ დღეს ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ მხარდამჭერი განცხადებები წინასაარჩევნო თვალთქმაქცობაა. მინდა გავაფრთხილო ყველა ვინც პატრიარქის ჩამოცილებას ცდილობს, არ მოგატყუოთ მისმა ასაკმა, ამას ვერ შეძლებთ” – განაცხადა ერქვანიამ.

ალექსანდრე ერქვანიამ აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში განაგრძობს საქმიანობას.

იტვირთბა....