საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 2019 წლის 30 დეკემბერს დაიწყება და 2020 წლის 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
რაც შეეხება თბილისის საბავშვო ბაღებს, დედაქალაქის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, არდადეგები თბილისის ბაღებში 31 დეკემბრიდან დაიწყება და სააღმზრდელო პროცესი 15 იანვარს განახლდება.