ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო” – პუტინი

“ნორმანდიული ოთხეულის” სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლულ საქართველოს მოქალაქე – ზელიმხან ხანგოშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  ის მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორია.

პუტინის თქმით, ზელიმხანი მხარს უჭერდა სეპარატისტებს.

„ის ძალიან სასტიკი და პირსისხლიანი მეომარი იყო. არ ვიცი რა დაემართა. ეს ბანდიტური გარემოა და აქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს“,- განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა რუსული სპეცსამსახურების ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან სავარაუდო კავშირის გამო. საქართველოს მოქალაქის ბერლინში მკვლელობა, გუშინ „ნორმანდიული ოთხეულის სამიტის“ ფარგლებში, რუსეთის და გერმანიის სახელმწიფო ლიდერებმა განიხილეს.

საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი, ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს.

იტვირთბა....