ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბიუჯეტიდან თანხების მოპარვის საქმეზე შესაძლოა ფარცხალაძე დაიკითხოს

სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით მოპარვის საქმეზე შესაძლოს დაკითხვაზე ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაიბარონ.

ტელეკომპოანია “მთავარმა” ციხიდან მიიღო ერთ-ერთი ბიზნესმენის წერილი, რომელიც ხელს ოთარ ფარცხალაძეს ადებს და აცხადებს, რომ მილიონობით ლარის მოპარვა ფარცხალაძის გეგმით მიმდინარეობდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს  და დაიკითხება ყველა ის ადამიანი, ვინც ამ სქემაში მონაწილეობდა.

ფინანსური მაქინაციებისა და ე.წ. ყალბი დღგს საქმემ სახელმწიფო ბიუჯეტს ძალიან დიდი ზარალი – ასობით მილიონი ლარი მიაყენა.

იტვირთბა....