საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას ინფორმაციით, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კენჭისყრას 11 დეკემბერს ჩაატარებს.
ამის შესახებ ბესელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„კიდევ ერთი უხეში დარღვევა პარლამენტის რეგლამენტის და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე შაბათს, ანუ გუშინ გვიან იურიდიულმა კომიტეტმა დანიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კენჭისყრა, რომელიც 11 დეკემბერს, 09:30 სთ ჩატარდება. დეტალურად ორშაბათს 14:00 საათზე, ბრიფინგზე ვისაუბრებ”, – წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.