მთავარი ციტატა

“კაცი რომ ვიყო, ცოტა სხვანაირი ტერმინოლოგიის გამოყენება ჩემს ხასიათში შედიოდეს, ვიტყოდი რა ჰქვია ამ ხელისუფლებას”

„უხერხულობა იცით რა არის? ჩვენი მთავრობა სამი დღის განმავლობაში „ტროლებს“ რომ ამუშავებდა და ისტერიკა იყო გამართული იმაზე, რომ ვიღაცას შეუძლია და გამბედაობა აქვს, ელაპარაკოს პრობლემების მქონე მეორე მხარეს. როცა უუნარო ხელისუფლება გვყავს და კაცი რომ ვიყო, ცოტა სხვანაირი ტერმინოლოგიის გამოყენება ჩემს ხასიათში შედიოდეს, ვიტყოდი რა ჰქვია ამ ხელისუფლებას. აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს“

ნინო ბურჯანაძე – “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი

ასე უპასუხა ბურჯანაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, არის თუ არა უხერხული ოკუპანტ ქვეყანაში ვიზიტი.

შეგახსენებთ, რომ  “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი რუსეთში შვილთან, ანზორ ბიწაძესთან ერთად იმყოფებოდა.

 

იტვირთბა....