“ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი ძალიან სერიოზულად იყო განხილული… ყველა შეხვედრაზე ჩემი თხოვნა იყო, რომ რუსეთს მაქსიმალური ძალისხმევა განეხორციელებინა იმისთვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს სახლში, ოჯახთან. მივიღე დაპირება, რომ რუსეთი შეეცდება, ამ პროცესს ხელი შეუწყოს. ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მოკლე ხანში ის ოჯახს დაუბრუნდება”
ნინო ბურჯანაძე – “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი
ბურჯანაძემ აღნიშნული განცხადებით, მედიასთან საუბრისას მოსკოვში ვიზიტი შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ ნინო ბურჯანაძე რუსეთში შვილთან, ანზორ ბიწაძესთან ერთად იმყოფებოდა.