ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ბერს პატიმრობა შეეფარდა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ სასულიერო პირს, გიგა ქავთარაძეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონი ზუგდიდში დააკავეს. 

სასულიერო პირის დაკავებამდე, ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი რომან მალანიაც აიყვანეს. მალანიას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

 

 

 

იტვირთბა....