„ბატონი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელია. ძლიერი მენეჯერი, თბილისის საუკეთესო და წარმატებული მერი, რომელიც უამრავ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს ჩვენს ქალაქში. ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული პოლიტიკოსია და ყველაფერი, რასაც ამბობთ, კომენტარის გამო დასმული კითხვაა. გუნდში არ არსებობს არანაირი დაძაბულობა“
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ მინისტრი
აღნიშნული განცხადებით გახარია გამოეხმაურა “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სუს-ი კახა კალაძესა და კომპანია „არქი ჯგუფის“ მფლობელ ილია წულაიასთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს.