„არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი, ვისთან შეხვედრაზეც ეს საკითხი არ დავაყენე. სულ ახლახანს დავასრულე შეხვედრა ეუთო-ს თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელთანაც ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების პირველი დღიდანვე მაქვს კონტაქტი, ისიც ყოველდღიურ რეჟიმში ყველა მის ხელთარსებულ მექანიზმს იყენებენ. გარკვეული პოზიტიური ნიშნები არსებობს, რომ ის ძალიან მალე უნდა იყოს გათავისუფლებული”
დავით ზალკალიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
აღნიშნული განცხადება ზალკალიანმა ბრატისლავაში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.