ცოტა ხნის წინ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში 22 წლის ახალგაზრდა მოკლეს. არსებული ინფორმაცით, 22 წლის ახალგაზრდა მისივე ოჯახის წევრმა მოკლა.
მკვლელობის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.