სამეგრელოს რეგიონში, ჩხოროწყუში დააკავეს პირი, რომელსაც ახალგაზრდა კაცი გაუპატიურებაში სდებს ბრალს.
“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაკავების ფაქტი დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებული პირი ყოფილი პოლიციელია. ამავდროულად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაუპატიურებაში ბრალდებული პირი არა ყოფილი, არამედ მოქმედი პოლიციელია.
უწყების ცნობით, საქმეს პროკურატურა იძიებს.
გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.