“სამოქალაქო დაპირისპირება შეიძლება ისე მოულოდნელად აგორდეს, რომ ვერაფერმა შეაჩეროს, რის შედეგადაც ქვეყანა დიდ ქაოსში გადაეშვება. დიახ, ბოლო პერიოდში უკვე მოქალაქეები უპირისპირდებიან ერთმანეთს, რაც ძალიან სახიფათოა. თუ დროულად არ გამოვედით ამ ჩიხიდან, შესაძლოა, “გუნდა” ზვავად გადაიქცეს. აქ გასათვალისწინებელია გარე საფრთხეებიც. დარწმუნებული ვარ, არც ერთ და არც მეორე მხარეს შეგნებულად არ სურს, მტრის თამაშის მონაწილედ იქცეს, მაგრამ ეს შეიძლება ისე მოხდეს, ისე იქცე ადამიანი ბრმა იარაღად, რომ ვერც მიხვდე. ამიტომაც გვმართებს სიფრთხილე, რომ ერთმანეთთან ბრძოლაში ჩვენმა არაკეთილმოსურნე ქვეყანამ არ გაიმარჯვოს”
რამაზ საყვარელიძე – პოლიტოლოგი
“კვირის პალიტრა”