ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ქართველი ხალხის საქმეა, მონახოს არა გერმანული ან ამერიკული, არამედ ქართული მოდელი” – უკრაინის ელჩი

საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის საქმეა, რომ მონახოს ქართული მოდელი, არა გერმანული, არა ამერიკული, არამედ ქართული მოდელი

​როგორც დოლგოვმა აღნიშნა, დიალოგი არის ერთადერთი გზა დემოკრატიის გასაძლიერებლად.

„ელჩები, დიპლომატები ველოდებით, რომ ხელი შევუწყოთ დიალოგს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის. ეს არის ერთადერთი გზა დემოკრატიის გასაძლიერებლად, რათა საქართველო განვითარდეს. ამიტომ ყველა თქვენი მეგობარი და პარტნიორი ვართ დაინტერესებული განვითარების ამგვარი გზით“, – განაცხადა დოლგოვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა და ოპოზიცია, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მსჯელობენ.

იტვირთბა....