ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

NATO-მ მთავარ საფრთხედ რუსეთი და ტერორიზმი დაასახელა

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გავზარდოთ ჩვენი ძალების მზადყოფნის დონე, ნებისმიერ საფრთხეზე” – აღნიშნულია ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი 29 ქვეყნის ერთობლივ რეზოლუციაში.

NATO-ს წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას

რუსეთთან ერთად, საფრთხედ მიჩნეულია გლობალური ტერორიზმიც.

ალიანსი მზადყოფნას აცხადებს წინ აღუდგეს საფრთხეს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

“ჩვენ ჩვენი სამხედრო ძალების, საშუალებების, სტრატეგიის და გეგმების ადაპტირებას ვახდენთ უსაფრთხოების ყოვლისმომცველი მიდგომის შესაბამისად. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გავზარდოთ ჩვენი ძალების მზადყოფნის დონე, ნებისმიერ საფრთხეზე, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიმართულებით რეაგირებისთვის,” – აღნიშნულია დოკუმენტში.

იტვირთბა....