ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის გზაზე. ავარიას 100-ზე მეტი ცხვარი ემსხვერპლა.
როგორც ადგილობრივი სააგენტო „ინფო რუსთავი” იუწყება, ტრაილერი, რომელსაც ცხვრები გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.