ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “სუხიშვილები” ოკუპირებულ ცხინვალში დატყვევებული ექიმის გათავისუფლებას ითხოვენ

“სუხიშვილები” ვიდეო მიმართვას ავრცელებენ, სადაც მხარდაჭერას უცხადებენ უკანონოდ დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილს და კოლეგებს მსოფლიოს მასშტაბით პროტესტის გავრცელებას სთხოვენ.

“საქართველოს ეროვნულ ბალეტს სურს, გამოხატოს პროტესტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით” – აღნიშნულია სუხიშვილების ვიდეო მიმართვაში.

„ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ეს ის სიტუაციაა, რომელიც საერთაშორისო ყურადღებასა და ჩართულობას ითხოვს, რათა მოხდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს ეროვნულ ბალეტს სურს, გამოხატოს პროტესტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვთხოვთ ჩვენს კოლეგებს მსოფლიოს გარშემო, დაგვეხმარონ ამ პროტესტის გავრცელებაში“, – აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც „სუხიშვილები“ ავრცელებენ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

 

იტვირთბა....