ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ ვართ ყველაზე წინ წასული ასპირანტი ქვეყანა ნატოში” – დავით ზალკანიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი ლონდონში იმყოფება, სადაც ის NATO Engages: Innovating the Alliance – ღონისძიებაში მონაწილეობს.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა, იმყოფება ლიდერების შეხვედრაზე ლონდონში.

“ჩვენ ვართ ყველაზე წინ წასული ასპირანტი ქვეყანა” – აცხადებს ზალკანიანი.

„ ეს არის ხაზგასმა ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობისა ნატო-სთან და იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. 2019 წელი მართლაც უპრეცედენტო იყო საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებში. არასდროს ასეთ მაღალ ნიშნულზე ჩვენი ურთიერთობა არ ყოფილა. მე მინდა, რამდენიმე ძირითადი მიმართულება შეგახსენოთ. თუნდაც თავდაცვის კომიტეტის და ნატო-საქართველოს კომისიის, საბჭოს ვიზიტი საქართველოში. ასევე ის წვრთნები, რომელიც ნატო-ს ეგიდით ჩატარდა, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო ნატო-ს დღის წესრიგში არის საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრიორიტეტებში. ჩვენ ვართ ყველაზე წინ წასული ასპირანტი ქვეყანა. ეს არის ასახული ნატო-ს შესაბამის გადაწყვეტილებებში, შესაბამის განცხადებებში“,-განაცხადა ზალკალიანმა.

იტვირთბა....