მკვლელობა მოხდა სიღნაღის მუნიციპალიტეტ სოფელ ნუკრიანში. სიძეს ბრალად ედება, რომ სიმამრი სანადირო თოფით მოკლა.
წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებული მეუღლეზე ძალადობდა, რის ნიადაგზეც დაიწყო კიდეც კონფლიქტი და სიმამრის გაღიზიანება გამოიწვია.
ბრალდებული მკვლელობის შემდეგ ადგილიდან მიიმალა. შსს-ს სამძებრო სამუშაოები უკვე დაიწყო. აღიძრა საქმე და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.