ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიხეილ კალანდიას ადვოკატი მოითხოვს, ახალმა მოსამართლემ საქმის ხელახალი მოსმენა დაიწყოს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას საქმეზე პროცესი დღეს განახლდება.

კალანდიას ადვოკატი საქმის ხელახლა მოსმენას ითხოვს.

ზურაბ თოდუა ახალი მოსამართლის დანიშვნის გამო უკმაყოფილოა და ამბობს, რომ თუ ახალი მოსამართლე საქმის ხელახალ მოსმენას არ დაიწყებს, ის ობიექტურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

“საქმის ამ ეტაპზე ახალი მოსამართლით ჩანაცვლება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს. მოვითხოვ, ახალმა მოსამართლემ დაიწყოს საქმის ხელახალი მოსმენა და ახალი მტკიცებულებების გამოკვლევა. თუ არ დააკმაყოფილებს შუამდგომლობას, ეს იქნება პირდაპირი დავალება, რომ მიხეილ კალანდიას მიმართ შეასრულონ პოლიტიკური დაკვეთა და დადგეს გამამატყუნებელი განაჩენი. მე მოსამართლის აცილების საკითხსაც დავაყენებ,”- განაცხადა ზურაბ თოდუამ.

იტვირთბა....