ინდონეზიელმა ავტომექანიკოსმა ჯუნჯუნ ჯუნაედმა და მისმა მცირეწლოვანმა ვაჟმა საკუთარი ხელით ააწყვეს შვეულმფრენი იმისათვის, რომ საცობებს არიდებოდნენ. მექანიკოსს 2 წელი დასჭირდა და მხოლოდ 2 ათასი დოლარი დახარჯა, რომ მიზნისთვის მიეღწია.
როგორც ირკვევა, ჯუნაედს სპეციალური ტექნიკური განათლება არ აქვს. ამიტომ მან მუშაობა ინტერნეტში მოძიებული ვიდეოგაკვეთილებით დაიწყო.
შვეულმფრენი 8 მეტრი სიგრძისაა და აღჭურვილია Gardes JN 77 GM-ის ძრავით.
“საცობებს ვერ ვიტან. გადავწყვიტე ამის გაკეთება იმიტომ, რომ თავი ამერიდებინა იმ საცობებისათვის, რომელიც ქალაქში არსებობს” – განაცხადა ჯუნაედმა, რომელიც დეტალურად ხსნის, თუ როგორ მწვავედ დგას ინდონეზიაში საცობების პრობლემა.