ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯანდარის ტბაზე ორი მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაზე, ორი მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად, ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა 10-კაციანი ჯგუფი. ასევე, ადგილზე იმყოფება განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზის 5-კაციანი ეკიპაჟი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში მაშველებთან ერთად, იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების გადაუდებელი დახმარებისა და კოორდინაციის ცენტრის ექიმები.

საზოგადოებრივი მაუწყებლი დაკარგული მამაკაცების ახლობლებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ახალგაზრდა მამაკაცები ჯანდარაში სანადიროდ ჩამოვიდნენ, ისინი ტბაში ნავით შევიდნენ და ძლიერი ქარის შემდეგ გაუჩინარდნენ. ახლობლები ვარაუდობენ, რომ დაკარგულები დინებამ აზერბაიჯანის მხარეს წაიყვანა. ტბაზე სულ სამი მამაკაცი იყო. მესამე ახალგაზრდა კაცი ნაპირზე დარჩა. მან საკუთარი თვალით დაინახა, თუ როგორ გაიტაცა ნავი დინებამ და დახმარებისთვის შესაბამის სამსახურებს მიმართა.

 

იტვირთბა....