ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მონა” – ირაკლი კობახიძეს „ქორთიარდ მარიოტთან” შეძახილებით დახვდნენ

თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტთან”, სადაც ცოტა ხნის წინ, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე კონფერენციაზე დასასწრებად მივიდა, “შეცვალესა” და “სირცხვილიას” აქტივისტებმა აქცია გამართეს.

მოძრაობის წევრები კობახიძეს შეძახილებით – “მონა”, “პროპორციული არჩევნები დაიდოს” დახვდნენ.

სამოქალაქო აქტივისტებს აქვთ პლაკატები, წარწერებით –  „წლის საუკეთესო მონა”, „თავისუფლება ირაკლი კობახიძეს”.

უმრავლესობის წევრს “ქორთიარდ მარიოტში” შესვლისას, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

 

იტვირთბა....