პარლამენტის შემადგენლობას ვტოვებ – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ გააკეთა.
ზოიძე განცხადებას ამ წუთებში მედიის წარმომადგენლებთან აკეთებს. ზოიძის თქმით, ტოვებს პარლამენტს და პოლიტიკას.
კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკურ ტაიმ-აუტს იღებდა და გადაწყვეტილებას საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე მიიღებდა.