მთავარი ციტატა

“მე თაროზე ვიყავი შემოდებული ბანკი ქართუს გაკოტრების საქმის ფარგლებში”

“ამ საქმეზე ჩემთან ერთად, ბრალდებული იყო 25 ადამიანი და წარმოიდგინეთ, რომ 25-ვე ადამიანზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა, განარიდეს, ნასამართლეობაც კი არ ჩაუწერეს. მე თაროზე ვიყავი შემოდებული ამ საქმის ფარგლებში”

ნიკა მელია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე

“ტვ. პირველი”

შეგახსენებთ,“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია “ბანკი ქართუს” გაკოტრების საქმეზე სასამართლომ 25 000 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ამავე საქმეზე, იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.

მელიასა და ადეიშვილს ბრალი 2013 წელს “ბანკი ქართუს” საქმეზე წაუყენეს. მათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავება.

 

იტვირთბა....