ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

4-5 დეკემბერს, საქართველოს უმეტეს რაიონებში ნალექია მოსალოდნელი

2 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი – ამის შესახებ განცახადება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გააკეთა.

“ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 3 დეკემბერს გამოიდარებს.

4-5 დეკემბერს ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლოსა და ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 2-4 დეკემბერს +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 5 დეკემბერს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. 2 და 4-5 დეკემბერს იქროლებს დასავლეთის მომართულების ქარი” – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოსინფორმაციაში.

იტვირთბა....