ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უკიდურესად ბედნიერი ვარ, რომ მელიას არ შეეფარდა პატიმრობა” – გრიგოლ ვაშაძე

“უკიდურესად ბედნიერი ვარ, რომ არ შეეფარდა პატიმრობა”, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე თანაგუნდელისთვის, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის “ბანკი ქართუს” საქმეზე გამოტანილ განაჩენს.

“25 000-ლარიანი ჯარიმის კანონზომიერებაში და იმაში, რომ ეს სამართალს შეესაბამება, დიდი ეჭვი მაქვს იმიტომ, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეს 25 ადამიანი განარიდეს იმის გამო, რომ მათ ჩვენებები მიეცათ ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილზე. ერთი რაღაცას მინდა ხაზი გავუსვა – თუ ეს ყველაფერი ნორმალურობისკენ მიმავალი ნაბიჯია, თუ ეს ყველაფერი გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ საზოგადოებაში ერთმანეთთან ანგარიშსწორება შეიცვალოს ნორმალური პოლიტიკური კულტურით, ამას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით”, – უთხრა ჟურნალისტება ვაშაძემ.

შეგახსენებთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია “ბანკი ქართუს” გაკოტრების საქმეზე სასამართლომ 25 000 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ამავე საქმეზე, იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.

მელიასა და ადეიშვილს ბრალი 2013 წელს “ბანკი ქართუს” საქმეზე წაუყენეს. მათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავება.

იტვირთბა....