„ჩემი შვილის მკვლელი ამ ეტაპზე არ არსებობს. რა კითხვებიც უნდა დასმულიყო პირველი გამოძიების ეტაპზე, პროკურორების მხრიდან,ზუსტად ის კითხვები ისმის ახალი პროკურორების მხრიდან. ამ საქმეში ძალიან ბევრს აქვს ბრალი წარსადგენი, თუნდაც სამოხელეო ნაწილში, თუნდაც დამნახავებს, თუნდაც მოტყუებაში. ამ ეზოში, ახლა ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას და არც არავის სჯერა, გასაგებია, რომ დათოს ნაწილი, შეიძლება, ვერ დაინახეს, მაგრამ ლევანი სადაც მოკლეს, არ არსებობს, წითელი ჯიპის პატრონს არ დაენახა, ძალიან ბევრ ადამიანს არ დაენახა. ეს ხელისუფლება აუცილებლად წავა, თუ აღნიშნული საქმე ბოლომდე არ იქნება მიყვანილი“.
ზაზა სარალიძე, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა