წადი რა, სანამ გაუგდიხართ…წინამორბედების ხვედრი არაა შესაშური. ჩააანალიზე, აბა – წერს დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.
“გუშინ ხელისუფლება ძალიან გაიჭედა. სამართლიანი საარჩევნო სისტემის არც ერთი ვერსია არ უნდათ. კონსტიტუციურობის “არგუმენტი” გაუცამტვერდათ, როცა ელჩებმა და ოპოზიციამ ამხილეს; მათ უთხრეს – გავაკონსტიტუციუროთ ეს ვერსია, მოესწრება არჩევნებამდე, დრო არისო. მაჟორიტარების წინააღმდეგობასაც ხომ საფუძველი ეცლება- 73 ადამიანი სწორედ მაჟორიტარულად ირჩევაო. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს და ამაზეც უარი თქვეს, ბუნებრივია.
ტყუილშიც არ ვარგიან-რომელი გებელსი ბიძინა მყავს – ის ბოროტებასთან ერთად ინტელექტუალიც იყო, ფროიდი არ უყვარდა და ნიცშე კი( ბიძინამ გამახსენა, მაგრამ ” შეაყარე კედელს ლობიო”, ამას კითხვა არ უყვარს – ეკა უკითხავს ორუელის ძილისპირულს ).
ეუთოს ოდირში პროექტის გაგზავნას ხელისუფლება ვერ დაბლოკავს. ვენეციის კომისიაში ხელისუფლების გარეშე ვერ გაიგზავნება… ხელისუფლება კი ცოცხალ(მკვდარ)ი თავით არ მიმართავს ვენეციას. ვარშავაში(ოდირში) კი გავგზავნით ხვალვე.
ქუჩაც გაგრძელდება, ჟანგიანი სახელისუფლებო კედელი იმოძრავებს პარლამენტსა და მთავრობას შორის, არც ნანაცარი გაქოცებული მოსამართლეების პარლამენტში კენჭისყრა დაგვავიწყდება. “სირცხვილია” , უკვე სხვა ჯგუფებიც უამრავ კრეატიულ სიახლეს მოიფიქრებს- სულ გაბურთავებთ და გაბურთავებთ, ბიძინა….
ბიძინა, ერთადერთი რამ, რაზეც არ ვიქილიკებ, შვილიშვილის გაჩენაა. გილოცავ.
ჰოდა, წადი შე კაცო, მოეფერე- აქაურობას მოწყინდი ძალიან. შენ ქვეყნიდან სამუშაოდ ერეკები ხალხს საზღვარგარეთ- ჩვენ კი საპენსიოდ გიშვებთ ქვეყნიდან შვილებთან და შვილიშვილთან. წადი რა, სანამ გაუგდიხართ…წინამორბედების ხვედრი არაა შესაშური. ჩააანალიზე, აბა” – წერს დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.