ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ოჯახის ახლობლები და მეზობლები დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევას ითხოვენ.
შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.