საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მმართველი პარტიის და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ყველამ დაინახა რეალურად, რომ „გერმანული მოდელი“ არის ცხადად წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რაიმე ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება არარეალისტურია და მისი განხორციელების რესურსი არ არსებობს.
„რაც შეეხება სკონსტიტუციო ცვლილებებს, ამის თეორიულ შესაძლებლობას, ჩვენი მხრიდან აღინიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების რესურსი არ არსებობს და პრინციპში, ეს თქვეს ოპოზიციის გარკვეულმა წარმომადგენლებმაც. შესაბამისად, ოპოზიცია გადაერთო გარკვეულ იდეებზე, ოღონდ ეს არ იყო წინადადება, ეს იყო იდეები, რომელიც ერთმანეთთანაც არ ჰქონდათ შეთანხმებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეხვედრა იმართება, სადაც მთავარი თემა საარჩევნო სისტემაა.