საზოგადოებრივმა მოძრაობა „ლელომ“, „შენების მოძრაობამ“ და „ახალმა მემარჯვენეებმა“ ალიანსი შექმნეს.
ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა, ფიქრია ჩიხრაძემ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მამუკა ხაზარაძემ გუშინ ტვ პირველის ეთერშიც დააანონსა ახალი კავშირის შექმნა, საზოგადოების ცნობილ სახეებთან ერთად და ღნიშნა, რომ ეს კავშირი “გააჩენს ორი გაბატონებული ძალის ალტერნატივას”.
დღეს გამართულ ბრიფინგზე კი ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ ისინი მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესს გამოხატავენ.
„ჩვენ გამოვხატავთ მოსახლეობის დიდ ნაწილის ინტერესს, რომელიც უკიდურესად კრიტიკულად არის განწყობილი არსებული აწყმოს მიმართ და წარსულის დაბრუნებაც აშინებს. ეს იქნება თანასწორუფლებიანი პარტნიორების მიერ პარიტეტულ საწყისებზე შექმნილი პლატფორმა, რომელიც დაამარცხებს ორპოლუსიან სისტემას, ისარგებლებს საზოგადოების ნდობით და ააშენებს ძლიერ, განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანას. საქართველო არის ჩვენი სამშობლო, რომელიც ძლიერ სახელმწიფო უნდა ვაქციოთ“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.