ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიშკარს აქციის მონაწილეებმა ბოქლომი დაადეს. შსს-ს შენობასთან ზვიად კუპრავა აქტივისტებთან ერთად მივიდა.
როგორც ისინი აცხადებენ, აპირებენ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველების მიერ შეშის წართმევა გააპროტესტონ. ამისთვის კი, აქციის მონაწილეებმა უწყებასთან შეშა მიიტანეს და განაცხადეს, რომ შსს-ს, შეშის პოვნასთან დაკავშირებით, განცხადებით მიმართავენ.